16-02-2020
გუდაურში დაკარგული რუსი ტურისტი გარდაცვლილი იპოვეს. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, გუდაურის სამაშველო სამსახურმა 50 ადამიანისგან დაკომპლექტებული ჯგუფით, დილის 07:30- ზე სამძებრო ოპერაცია განაახლა. დაახლოებით 09:15-ზე კი, აღმოჩენილ იქნა ცხედარი.
შეგახსენებთ, ტურისტის სამძებრო სამუშაოები გუშინ, 15 თებერვალს დაიწყო. მთის კურორტების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, ტურისტი ზვავში მოყვა. მათივე ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი აკრძალულ ზონაში სრიალებდა. გუდაურის სამაშველო სამსახურმა 3 ადამიანის უვნებლად გამოყვანა მოახერხა.