გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანრი ოხანაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა იმოქმედა კონსტიტუციის შესაბამისად

17-02-2020

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად და პირებს, ვინც სისტემური დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემას იმსახურებდა, ბრალი წაუყენა. 


„იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დღეს ირაკლი შოთაძეს მოვუსმენთ. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა პირველ რიგში მოვისმინოთ კანდიდატის ხედვა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, შემდეგ კი კითხვების დასმის შესაძლებლობა საპარლამენტო უმრავლესობის და საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს მიეცემა. 


რაც შეეხება ირაკლი შოთაძეს, თქვენ იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტი პარტიები გაღიზიანებულები არიან იმის გამო, რომ ირაკლი შოთაძემ გაბედა და იმოქმედა კანონის და კონსტიტუციის შესაბამისად და პირებს, ვინც სისტემური დანაშაულებისთვის პასუხისგებაში მიცემას იმსახურებდა, ბრალი წაუყენა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930