გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის დელეგაცია ხვალ გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაზე მიემგზავრება

10-03-2018

საქართველოს დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ხვალ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის 62-ე სესიაზე მიემგზავრება.


საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან პარლამენტის წევრები ელენე ხოშტარიადა დიმიტრი ცქიტიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი, სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და კატო მიქელაძის პრემიის 2017 წლის ლაურეატი, ქალთა უფლებათა აქტივისტი გურიიდან, ქეთევან ხიდაშელი.


სესიის ფარგლებში, 12 მარტს UNDP საქართველო და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა მასპინძლობენ პარალელურ ღონისძიებას “სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების გაძლიერება მათთვის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობების გაზრდის გზით.“


თამარ ჩუგოშვილი სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს გენერალური დისკუსიის ფარგლებში და მისი გამოსვლა შეეხება იმ პოზიტიურ ცვლილებებს, რომელიც ხორციელდება საქართველოში ადგილობრივ დონეზე ქალების გასაძლიერებლად, ისევე როგორც გამოწვევებს, რომელიც ხელს უშლის ქალებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში.


დელეგაციის წევრები სესიის ფარგლებში მაღალი დონის ინტერაქტიულ დიალოგებში მიიღებენ მონაწილეობას და სიტყვით მიმართავენ სესიის მონაწილე დელეგაციებს.


საქართველოს დელეგაცია ნიუ-იორკში ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.
გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისია, რომელიც 1946 წელს შეიქმნა, გლობალური მთავრობათაშორისი ორგანოა და ხელს უწყობს გენდერულ თანასწორობას და ქალების გაძლიერებას.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930