17-02-2020
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ოპოზიციის წარმოამდგენლები, თინა ბოკუჩავა და ელენე ხოშტარია ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი ნიღბით მივიდნენ.
„ამის მონა ხართ თქვენ! დაამთავრებთ ძალიან მალე"- მიმართეს დეპუტატებმა შოთაძეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებმა დარბაზში დარჩენილებს „პოლიტპატიმრების" ფლაერები დაურიგეს.
„ყველამ უნდა ნახოს ივანიშვილის პირადი პატიმრების სია. ამისთვის უნდა მას მონა შოთაძე"- აცხადებს ბოკუჩავა.