17-02-2020
გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, სასამართლო პროცესის ბოლოს მიღებული გადაწყვეტილება ხშირად ხდება განსჯის მიზეზი, იმის გამო, რომ არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესი, რომელსაც აღვივებს მედია, აშუქებს დიდი რაოდენობით სხვადასხვა სასამართლო საქმეებს და „ეს საქმეები არ რჩება პოლიტიკური ინტერესების მიღმა.“
„ასეთი მზარდი ინტერესით ხშირად ვისმენთ კრიტიკას, დისკუსიას და ყველა იმ მცდელობას, რომ საკუთარი პოზიცია წარმოაჩინონ ჭეშმარიტებად, სხვა დანარჩენი კი სიცრუედ და არაპროფესიონალიზმად“ - განაცხადა შოთაძემ.