17-02-2020
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან გიორგი მარგველაშვილის შესახებ განაცხადა, რომ არ მგონია, პოლიტიკურ პლასტელინს სხვადასხვა პარტიასთან პოლიტიკური მიკედლების რამე პრობლემა ჰქონდეს, მათ შორის, სააკაშვილთანაც.
დედაქალაქის მერის თქმით, მეტი ადამიანის პოლიტიკურ პროცესში ჩართვას მიესალმება.
„ჩვენ მოვისმინეთ მისი განცხადება და შესაბამისად, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნა კახა კალაძემ.