17-02-2020
უმრავლესობის დეპუტატმა ენძელა მაჭავარიანმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თინა ბოკუჩავასა და ელენე ხოშტარიას პროტესტთან დაკავშირებით განაცხად, რომ მათი პერფორმანსების დრო დამთავრდა. ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფარონ.
„მინდა ვუთხრა იმ ძალის წარმომადგენლებს, რომლებიც თამამად გავიმეორებ, 9 წლის განმავლობაში იმ პირობებში ამყოფებდნენ ადამიანებს, რომელთა მსხვერპლებიც დღეს ჩვენს გვერდითაც სხედან, ჩვენს ოჯახებშიც არიან და მოვუწოდებ, რომ მათი პერფორმანსების დრო დამთავრდა. ვის ნიღაბსაც არ უნდა ამოეფარონ, მის უკან ნაციონალური მოძრაობა და მათი ხელწერა არის ადვილი შესაცნობი",- განაცხადა მაჭავარიანმა.