შესაბამის ქალაქებს რეკომენდაციას EBD (European Best Destinations – საუკეთესო ევროპული მიმართულებები) უწევს.
„საქართველოს დედაქალაქი იდეალური ადგილია კულტურის, გასტრონომიის, მრავალფეროვნებისა და არქიტექტურის მოყვარულთათვის.
ჰაუსმანური ბრწყინვალე ნაგებობები შუა საუკუნეებიდან დათარიღებულ სტრუქტურებს ერწყმის. შეგიძლიათ აგრეთვე ისიამოვნოთ ნეო-კლასიკური, საბჭოთა და თანამედროვე შენობებით.
„აუცილებლად უნდა აღმოჩნდეთ თბილისის თავზე, გასაოცარ ქართლის დედის ქანდაკებასთან, რომელიც ქალაქის დამცველია. იქიდან განსაკუთრებული პანორამა იშლება, მშვიდობის ხიდი, მეტეხის ეკლესია, თერმული აბანოები, ახალი თეატრი და მთაწმინდის გასართობი პარკი ახალგაზრდებისა და მოხუცებისთვის.” – გირჩევთ EBD.