18-02-2020
ჩინეთში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 72 438 ადამიანი შეადგინა. ვირუსის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა კი 1 873-მდე გაიზარდა. ამის შესახებ შესაბამისს მონაცემებს ჩინეთის ჯანდაცვის ნაციონალური კომისია ავრცელებს.
1 868 ადამიანი ჩინეთის ტერიტორიაზე გარდაიცვალა, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ხუთს – ერთი მათგანი ჰონგ-კონგში დაიღუპა, მეორე – ფილიპინებზე, მესამე – იაპონიაში, მეოთხე – ტაივანში, ხოლო მეხუთე – საფრანგეთში.
საერთო ჯამში ახალი კორონავირუსისგან 12 789 პაციენტი განიკურნა და საავადმყოფოდანაც გაწერეს.
კორონავირუსმა, 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთის ქალაქ უხანში იფეთქა.
ამ დროისთვის ვირუსის შემთხვევები ჩინეთის ყველა რეგიონში, იაპონიაში, სინგაპურში, ტაილანდში, აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, რუსეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში ფიქსირდება.