18-02-2020
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხდა, რომ შოთაძე გადადგა არა იმიტომ, რომ ოპონენტებს დევნიდა, რაც თავისთავად ცუდია, არამედ ეს იყო ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ.
„არიან „სილქნეტივით“, პატარა მეხსიერება უნდათ რომ ჰქონდეს საზოგადოებას, რაც ასე არ არის! ვიცით რომ მხარს დაუჭერენ შოთაძეს, ამიტომ არის ივანიშვილის მთელი ვერტიკალი გამოსაცვლელი პრეტენზიების მთელი პაკეტია ზოგადად, ივანიშვილის მიდგომა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. ყველა შტოში, მათ შორის აღმასრულებელ ხელისუფლებაში და პროკურატურაშიც მისი პოლიტიკური გუნდის წევრები კი არ არიან, მისი პირადი ხელქვეითები არიან და მის დაკვეთას ასრულებენ. მაგრამ შოთაძესთან დაკავშირებით არის დამატებითი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფის მაგალითი, იმის, რომ ფეხებზე მკიდიხარ. ეს კაცი გადადგა არა იმიტომ, რომ ოპონენტებს დევნიდა, რაც თავისთავად ცუდია, ეს იყო ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ.“- განაცხადა ბოკერიამ.