გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით

18-02-2020

„ირაკლი შოთაძე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და კარგი პროკურორია, პროგრესული და რეფორმატორული ხედვებით” - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრცეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა ტვ „იმედის“ დღის ქრონიკაში.


მისი თქმით, ირაკლი შოთაძის გადადგომა მისი მხრიდან ვაჟკაცური და ღირსეული ნაბიჯი იყო.


„ის გადადგა იმიტომ, რომ იყო საზოგადოებრივი პროტესტი და გაჩნდა ეჭვები, რამდენად სწორად წარიმართა გამოძიება. სხვათაშორის, ეს ეჭვები სასამართლოს გადაწყვეტილებამ გააჩინა. მან გადაწყვიტა, რომ გადამდგარიყო და გარიდებოდა პროცესს. ეს იყო ძალიან ვაჟკაცური და ღირსეული ნაბიჯი მისი მხრიდან. დღეს გაირკვა, რომ პროკურატურა იქცეოდა აბსოლუტურად კანონის ფარგლებში და არანაირი გადაცდომა და გადახვევა მათ გამოძიებაში არ არის” - განაცხადა სოზარ სუბარმა.


სუბარმა გაიხსენა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ირაკლი შოთაძის გადადგომის წინააღმდეგი იყო.


„გაგახსენებთ თეა წულუკიანის მაშინდელ განცხადებას, რომელიც კატეგორიულად აპროტესტებდა შოთაძის გადადგომას და ამბობდა, რომ ეს არ არის სწორი საქციელი, მას არანაირი ბრალი არ მიუძღვის გარდა იმისა, რომ კანონის ფარგლებში ცდილობდა ემოქმედა. თეა წულუკიანი არ არის ის ადამიანი ,რომელიც ასეთ სიტყვებს ჰაერზე ისვრის” - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930