19-02-2020
რუსეთის პრეზიდენტმა თავისი თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. კრემლის ვებგვერდზე განთავსებული განცხადების თანახმად, პუტინის განკარგულება ძალაში ხელმოწერისთანავე შევიდა.
სურკოვის გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი უცნობია, თუმცა რუსულ მედიაში ერთ-ერთ ვერსიად უკრაინასთან დაკავშირებით კურსის ცვლილება სახელდება. უცნობია ისიც, თუ ვინ ჩაანაცვლებს ვლადისლავ სურკოვს.
სურკოვი რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის პოსტს 2013 წლიდან იკავებდა. მას დონეცკსა და ლუგანსკთან დაკავშირებული საკითხები ებარა.