გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოუენ ტიუდორი შრომით საკითხებზე საქართველოში შეხვედრებს მართავს

19-02-2020

საქართველოში სპეციალური ვიზიტით პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) გენერალური მდივნის მოადგილე ოუენ ტიუდორი იმყოფება. მისი მასპინძელი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაა. მსოფლიოში შრომით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი ორგანიზაციის მაღალი რანგის წარმომადგენელი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს, მის მოადგილეებს, აპარატის წარმომადგენლებს და წევრი ორგანიზაციის ლიდერებს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს პროფკავშირების გამოწვევებსა და ადგილს მსოფლიო პროფკავშირების ოჯახში. ტიუდორის განცხადებით საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება რეგიონში გამორჩეული და სამაგალითო ორგანიზაციაა სწრაფი განვითარების სწორი კურსით, ფუნქციონალური და ბრძოლისუნარიანობის თვალსაზრისით. მსჯელობის საგანი იყო თბილისში, 2020 წლის ნოემბერში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიება, პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის ( ITUC) გენერალური საბჭოს სხდომა, რომელიც არსებობის ისტორიაში არათუ საქართველოში, არამედ არცერთ მცირე ზომის განვითარებად ქვეყანაში არ გამართულა. საქართველოში ამ ღონისძიების დაგეგმვა, რომელსაც ასობით უცხოელი მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების დიდი საერთაშორისო აღიარებაა.

ტიუდორს საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გარდა, შეხვედრა ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში. მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ და ოუენ ტიუდორმა განიხილეს საქართველოში შრომით და სოციალურ სფეროში არსებული ვითარება, კანონმდებლობა და მისი შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობა საერთაშორისო სტანდარტებთან და ნორმებთან. საუბარი შეეხო ზემოთ აღნიშნულ მსხვილ ღონისძიებასაც, რომლის მასპინძელიც ჩვენი ქვეყანა შემოდგომაზე იქნება.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება - ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც დასაქმებულთა უფლებებს იცავს. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ითვლის 150 000მდე წევრს. მისი წევრია 21 დარგობრივი პროფესიული კავშირი და 3 ტერიტორიული პროფკავშირული ორგანიზაცია: საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარისა და აფხაზეთის რესპუბლიკური გაერთიანებები, ცხინვალის სამხარეო პროფკავშირის ცენტრი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან ევროპული რეგიონული საბჭოს (PERK) დამფუძნებელი და წევრი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930