გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქსტატი: საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა

19-02-2020

საქსტატის ჩატარებული კველევის მიხედვით საქართველოში 2019 წლის IV კვარტალში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა და 10.9% შეადგინა, ხოლო 2018 წლის ამ პერიოდში უმუშევრობის დონე 12.3% იყო.


ასევე კველვაში ნათქვამია, რომ 2019 წლის IV კვარტალში აქტიურობის დონე 61.7% იყო, ხოლო დასამების დონე 55.0%, რაც წინა წლის ამ პერიოდნთან შედარებით შემცირებულია. აქტიურობის დონე 2018 წლის IV კვარტალში 63.6%, ხოლო დასაქმების დონე 55.8% იყო.


„2019 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10.9 პროცენტი შეადგინა.


2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.9 პროცენტული პუნქტით.


2019 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.0 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით“- წერია საქსტატის კველევაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930