19-02-2020
საქსტატის ჩატარებული კველევის მიხედვით საქართველოში 2019 წლის IV კვარტალში უმუშვრობის დონე მამაკაცებში უფრო მაღალია ვიდრე ქალაბში.
არსებული მონაცემებით, უნუშვრობის დონე მამაკაცებში 12.0% აღწევს, ხოლო ქალებში 9.6%-ს.
წინა წლის მონაცემით, უმუშევრობის დონე მამაკაცებში 13.6%, ხოლო ქალბეში 11.0% იყო.
„უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2019 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 2.4 პროცენტული პუნქტით აღემატება ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც ქალებში, ისე კაცებში, შესაბამისად 1.4 და 1.6 პროცენტული პუნქტით.
აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2019 წლის IV კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 53.0 პროცენტს, ხოლო კაცებში 71.5 პროცენტს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში - 1.3 პროცენტული პუნქტით.
2019 წლის IV კვარტალში დასაქმების დონე ქალებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, ხოლო კაცებში უცვლელი დარჩა“, - წერია საქსტატის კველევაში.