19-02-2020
პრალამეტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას ელენე ხოშტარიას და ირმა ნადირაშვილის მიერ პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას გამოემაურა.
კობახიძის თქმით, ელენე ხოშტარია და ირმა ნადირაშვილი სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები არიან, რომლებმაც უკვე მეორედ მოახრხეს „მდაბიო“ საქციელებით ყურადღების მიქცევა.
„ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის შემდეგ რამე უარესს თუ მოიფიქრებდნენ და უფრო მდაბიოს, ეს იყო ძნელად წარმოსადგენი, თუმცა მაინც მოახერხეს. იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს, არ არის საქართველოს პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი“ , - განაცხადა ირაკლი კმობახიძემ.