გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: „ქართული ოცენება“ იგივე შეცდომებს უშვებს, როგორიც სააკაშვილის მთავრობამ დაუშვა

19-02-2020

დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ბიძიანა ივანიშვილზე და „ქართულ ოცნებაზე“ საუბრობს.


მისი თქმით, წარმატებული ადამინები, რომლებიც პოლიტიკაშ მოდიან ვერ ხვდებიან, როდის უნდა წავიდენენ.


ჰოლ ჰოლი ასევე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, იმიტომ მოვიდა, რომ ქვეყნისთვის თავიდან აეცილებინა სააკაშვილის შეცდომები, თუმცა ისინი დღეს იგივე შეცდომებს უშვებენ.


„წარმატებული ადამიანების მახე სწორედ ესაა, რომ რაღაც მომენტში ისინი ყველა ფიქრობენ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან როგორ გაართვან საქმეს თავი და რომ ისინი ფასდაუდებლები არიან. ზუსტად ეს მოხდა ჩემს ქვეყანაში. მარგარეტ ტეტჩერი, ზოგიერთის არით, იმაზე მეტ ხანს დარჩა ძალაუფლებაში, ვიდრე საჭირო იყო. აქედან წამოვიდა გამონათქვამი, “ყველა პოლიტიკური კარიერა მარცხით მთავრდებაო.” საიმისო დახვეწილობის ქონა, რომ იცოდე, როდის წახვიდე ან როდის გამოერთო დროებით, პოლიტიკური ლიდერებისთვის რთული გადასაწყვეტია.


არ ვაპირებ ბატონი ივანიშვილის მოტივების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, რადგან მას საკმარისად კარგად არ ვიცნობ. თუმცა, ვფიქრობ, რომ საქართველო პატრიოტებითაა სავსე, რომლებსაც ქვეყნისთვის ყველაფერი საუკეთესო სურთ. მაგრამ როცა ასკვნი, რომ შენი ქვეყნისთვის საუკეთესო ის არის, რომ შენ და შენი პარტია ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩეთ, იმას ნიშნავს, რომ დაგავიწყდა რისთვის მოხვედი ხელისუფლებაში.


„ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში იმიტომ მოვიდა, რომ თავიდან აეცილებინა სააკაშვილის შეცდომები და გაეგრძელებინა საქართველოს განვითარება. ვხედავ, რომ ახლა ისინი იგივე შეცდომებს უშვებენ, როგორიც სააკაშვილის მთავრობამ ბოლო წლებში დაუშვა“ ,- განაცხადა ჰოლ ჰოლიმ „ამირიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930