გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„არავითვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ“ - ლევან ონიანმა „ფეისბუქზე“ ელენე ხოშტარია უცენზურო სიტყვებით მოიხსენია

19-02-2020


რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, ლევან ონიანი ელენე ხოშტარიასთვის ბოდიშის მოხდას არ აპირებს.


როგორც ონიანმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, ეს იყო მისი რეაქცია და დაუმსახურებლად არ უხმარია უცენზურო სიტყვები.


„არავისთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ, არც ელენე ხოშტარიასთვის და არც „შუასისტებისთვის““ - განაცხადა ონიანმა.


რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში პოსტი მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საქათველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰმნი ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა გააჟღერეს.


„ოკუპანტის ჰიმნით რომ პარლამენტში შეხვალ არის თუ არა ეს ჩვენი გმირების საფლავების შეურაცხყოფა... მაპატიეთ მაგრამ ყველას ........ მე ხოშტარიათი დაწყებული , შუაში "შუაშიშტების" და თავში მათი ლიდერი სააკაშვილის ალალი გულით და .......... სურვილებით“ - დაწერა „ფეისბუქზე“ ონიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930