გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველმა ინჟინრებმა ავტო-ლიფტი დაამზადეს

19-02-2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 5000 ლარამდე მცირე გრანტის ფარგლებში კიდევ ერთი წარმატებული პროექტი- ავტო-ლიფტი განხორციელდა.

პირველად საქართველოში, ქართველი ინჟინრების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით დამზადებულია ამწე-მექანიზმი, რომელიც ხელმისაწვდომობასთან ერთად ტექნიკურად საიმედოა.  ამწეს არ აქვს სიმაღლის შეზღუდვა და იწყობა ძალიან მარტივად.

ავტო-ლიფტის იდეა და დამუშავება შპს „რევერსმა“ განახორციელა. მექანიზმი რუსთავის ლითონის კონსტრუქციების ქარხანაში დამზადდა. ავტო-ლიფტი ცვლის ძვირადღირებულ და მოუხერხებელ პანდუსს, იგი მონტაჟდება ნებისმიერი შენობის სარდაფის სართულზე და აჰყავს და ჩამოჰყავს მანქანა ნებისმიერ სიმაღლეზე. მექანიზმი (გამოგონება) დაცულია პატენტით.

შპს „რევერსის“ შექმნილია ასევე პირველი ქართული ვერტიკალური პარკინგის სისტემა, რომლის საცდელი ნიმუში დამონტაჟებულია თბილისის ვაგონმშენებელ ქარხანაში. შპს „რევერსის“ მიერ  დაპატენტებულია პარკირების მრავალნაირი ვარიანტი, რომლებიც მორგებულია თბილისის რთული გეოგრაფიული რელიეფისთვის.

პროექტის პრეზენტაცია 2020 წლის 20 თებერვალს, 12:00 საათზე, რუსთავის ლითონკონსტრუქციების ქარხანაში (მისამართი: მაზნიაშვილის ქ.#2) გაიმართება. თავშეყრის ადგილია თბილისი, პირველი რესპუბლიკის მოედანი, 11:00 საათი.

საკონტაქტო: მალხაზ ცისკარიშვილი - 5 95 30 67 03 მალხაზ ცისკარიშვილი.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930