გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კოლხეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი დაჭრილი ვარხვები თბილისის ზოოპარკს გადაეცა

19-02-2020

კოლხეთის ტერიტორიაზე ნაპოვნი დაჭრილი ვარხვები, როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, გამოჯანმრთელების გზაზე არიან.

უწყების ინფორმაციითვე, კოლხეთის ტერიტორიაზე დაჭრილი ვარხვები დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა შენიშნეს.

„ ვარხვებმა წარმატებით გაიარეს მკურნალობის კურსი და სრულ გამოჯანმრთელებამდე თბილისის ზოოპარკში დარჩებიან. მადლობა ყოველ ადამიანს, რომელიც ზრუნავს ბუნებაზე და წვლილი შეაქვს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში“,-ნათქვამია, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფეისბუქის გვერდზე.

ინფორმაციას დაჭრილი ვარხვების შესახებ ავრცელებს თბილისის ზოოპარკიც. მათი ინფორმაციით, ვარხვები მუცელსა და ფრთებში არიან დაჭრილი.

„ეს ჩვენი პაციენტები არიან. ქოჩორა ვარხვები, რომლებიც ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვის სამინისტრომ და დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩამოიყვანა კოლხეთის დაბლობიდან.
რატომ? იმიტომ, რომ ერთი მუცელში და ფრთაში იყო დაჭრილი, მეორე – ფრთაში. ეს პატიოსანი მოქალაქეები საქართველოში ჩამოფრინდნენ არდადეგებზე, გამოსაზამთრებლად, დასასვენებლად, აქ კი, ჩვენი ცნობილი სტუმარმასპინძლობის მიუხედავად, ვიღაც თოფიანი კაცი დახვდათ და აი, შედეგიც. საბოლოოდ, დაჭრილები და გასავათებულები, ზოოპარკში მოხვდნენ. კიდევ გაუმართლათ, რომ პატრონი გამოუჩნდათ და ჩვენამდე მოიყვანა. ბევრი ალბათ ისე კვდება, ვერც ვერავინ იგებს. ფრინველებს ჩვენი ვეტექიმებისა და ორნიტოლოგების დახმარებით მკურნალობის კურსი ჩაუტარდათ და ახლა უკვე მშვენივრად გრძნობენ თავს. პინგვინების ვოლიერში დასახლდნენ, მოყოჩაღდნენ, მოღონიერდნენ და ერთად მიუყვებიან გამოჯანმრთელებისკენ მიმავალ გზას.

გზას კარგი, და ცას? ცას როდის დაუბრუნდებიან? გააჩნია, როგორ მოახერხებენ რეაბილიტაციას ჭრილობების შემდეგ. როგორც წესი, ფრთაში დაჭრილი ფრინველების ბუნებაში დაბრუნება ძალიან რთული, თითქმის შეუძლებელია, რადგან ჭრილობის გამო კუნთების ატროფია ხდება და შემდეგ ფრენა უჭირთ, ან საერთოდ აღარ შეუძლიათ.
რას ერჩოდნენ? რა ვიცით, აბა… ჯერ ერთი, ვარხვი არ იჭმება და ჩახოხბილს მისგან ვერ გააკეთებ და მეორეც, ქოჩორა ვარხვი როგორც საქართველოს, ისე – საერთაშორისო წითელ ნუსხაშია შეყვანილი.დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია“,-წერია თბილისის ფეისბუქის გვერდზე

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930