გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გოცირიძე: ხელისუფლება ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევს

19-02-2020

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე  რომან გოცირიძე საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრების ცალ-ცალკე გამართვის თემას  და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს მოლაპარაკების ჩაშლის მორიგი მცდელობაა.

„როგორც ჩანს, ცალ-ცალკე მოლაპარაკებებს იწყებენ. ოპოზიციურ გაერთიანებაში ბზარის შეტანას ვერ მიაღწევენ. ეს არის პრინციპი „გათიშე და იბატონე“, მაგრამ ამით ვერაფერს მიაღწევენ. თუ ვინმე მოლაპარაკებაზე მივა, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ სერიოზული პარტია „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებაზე არ დაჯდება. ეს არის დროის გაწელვის ნაცადი ფანდი. როცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ყველა რესურსი ამოიწურება, შემდეგ იტყვიან, რომ სამართლებრივი შესაძლებლობები აღარ არსებობს ცვლილებების მიღებისთვის. მოლაპარაკებები იყო შეგნებულად არაკონსტრუქციული, რათა დრო გაეწელათ. დიალოგი შედეგის მიღწევისთვის არ იყო დაგეგმილი. „ქართულ ოცნებას“ ცვლილებები არ უნდა, რადგან მათი ყველა შეთავაზება უგნურია”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ: პარტია „გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ინფორმაციით, მისი თანაპარტიელი იაგო ხვიჩია 18 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს შეხვდა.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 18 თებერვალს განაცხადა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ცალკეულ პარტიებთან შეხვედრები გამართოს და საარჩევნო სისტემაზე იმსჯელოს.

ამასთან, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია საარჩევნო თემატიკაზე დიალოგის მაგიდასთან კოლექტიურად თუ არ დაჯდება, მათთან საუბარი ცალ-ცალკეც შეიძლება.

ipress

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930