გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: „ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით“

19-02-2020

„ბელარუსი დაინტერესებულია, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ბელარუსული ბაზრიდან საქონლის მიწოდების თვალსაზრისით საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებზე, ან პირიქით - ბელარუსში შევიდეს ახალი საქონელი შავიზღვისპირეთის, კერძოდ საქართველოს საპორტე ინფრასტრუქტურის გამოყენებით“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბელარუსის პრემიერ-მინისტრ სერგეი რუმასსთან გამართული შეხვედრის შემდგომ, რომელზეც ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს.


ნათია თურნავას განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ლოგისტიკური ჰაბია, ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ შეიძლება იქნას გამოყენებული.


„ეს შეიძლება ძალიან მომგებიანად იქნას გამოყენებული ორივე ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ - ბელარუსი დაინტერესებულია, რომ დივერსიფიცირება მოხდეს ბელარუსული ბაზრიდან საქონლის მიწოდების თვალსაზრისით საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებზე, ან პირიქით - ბელარუსში შევიდეს ახალი საქონელი შავიზღვისპირეთის, კერძოდ საქართველოს საპორტე ინფრასტრუქტურის გამოყენებით“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.


ამასთან, ნათია თურნავას ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბელარუსის მთავრობას საქართველოს პორტებში ერთობლივი პროექტების განხორციელება შესთავაზა.


„ჩვენ ბელარუსის მხარეს ვთავაზობთ, რომ ჩვენ პორტებში განიხილონ ერთობლივი სასაწყობო მეურნეობის, ტერმინალების, ლოგისტიკური ჰაბების მშენებლობის საკითხი, რასაც საკმაოდ დიდი ინტერესით განიხილავენ. ეს კიდევ უფრო გაააქტიურებს ჩვენ სავაჭრო და სატრანსპორტო ურთიერთობებს“, - აღნიშნა მინისტრმა.


18 - 19 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ვიზიტით იმყოფება და შეხვედრებს მართავს ბელარუსის ხელისუფლების უმაღლეს პირებთან.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930