გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

19-02-2020

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ სამით ორის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ტელევიზიის დირექტორის გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებას სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით.


გადაწყვეტილება ძალაში 24 თებერვლიდან შევა, რომლის მიხედვით უქმდება ყველა სამსახურის უფროსის მოადგილის მათ შორის, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი.


აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების მხრიდან ამ გადაწყვეტილებას უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ გზით მენეჯმენტი არასასურველი კადრების ჩამოცილებას და სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.


„ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის წერტილის დასმა“, – აცხადებს მრჩეველთა საბჭოს წევრი გია ქარცივაძე.


საბჭოს მეორე წევრი თამარ წილოსანი, რომელმაც ასევე მხარი არ დაუჭირა ცვლილებას, აცხადებს, რომ მან ვერ მოისმინა არგუმენტები.


საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს მრჩეველთა საბჭოს თავმდჯომარეს. გიგა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ანალოგიური ცვლილებები წინა დირექტორების დროსაც განხორციელდა, თუმცა ამას აჟიოტაჟი არ მოჰყოლია. გარდა ამისა, ტელევიზიაში იყო სამართლებრივი ხარვეზები, რაც გამოსასწორებელია.


„ეს გადაწყვეტილება არანაირ კავშირში არ არის სარედაქციო პოლიტიკასთან, ანალოგიური გადაწყვეტილებები მიიღებოდა ადრეც. დირექტორისგან ჩვენ მივიღეთ საჯარო დაპირება, რომ არ დაირღვევა არც ერთი თანამშრომლის შრომითი უფლება და ყველა გააგრძელებს საქმიანობას“, – აცხადებს ჩხარტიშვილი.


საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე მაია მერკვილაძე კი ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუ დირექტორი მას ისეთ პოზიციას შესთავაზებს, რომელზეც მას არსებული უფლებამოვალეობები შეეცვლება, იგი მაუწყებელს დატოვებს.


„დირექტორის უკან დგას მრჩეველთა საბჭოს, მათ უკან კი „ქართული ოცნება“. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც მიმართულია სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ“, – განაცხადა მაია მერკვილაძემ.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930