გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ, რომ მსგავსი გამოხტომებისგან და დესტრუქციული და დეგრადირებული ძალისგან დავიცვათ ჩვენი სასიქადულო სპორტსმენები

19-02-2020

„მსურს იცოდნენ ჩვენმა ძლიერმა  სპორტსმენებმა, დაწყებული ლაშა ტალახაძიდან, რომ მათ მთელი საქართველო გულშემატკივრობს და ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც იგი გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მიერ სპორტსმენების მისამართით გაკეთებულ განცხადებას.

 

საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ქართველ სპორტსმენებს მთელი ქვეყანა გულშემატკივრობს და შეურაცხმყოფელი განცხადებები მხოლოდ მცირე ჯგუფიდან მოდის.

 

„ამითაც შეიძლება, შეაფასო ეს დესტრუქციული ძალა, რომ ვერც წარმოუდგენია, როგორ შეიძლება, როცა ნაკლებობას განიცდიან და ყველა ვხედავთ, მათ არა ჰყავთ გულშემატკივარი, ახლა გადავიდნენ საერთაშორისო დონეზე, კონგრესმენების წერილებით უნდათ, შეცვალონ აქ გარემო. შეუძლებელია, შეიცვალოს და ვერც შეიცვლება. დაუფიქრებლად, მარტივად, პოლიტიკა რომ საერთოდ არ ესმოდეს ადამიანს, მისი საყვარელი სპორტსმენი, რომლითაც მთელი მსოფლიო ამაყობს და მას შეურაცხყოფს. სიძულვილით არის ეს ძალა გაერთიანებული. მათი გაერთიანების პრინციპი არის სიძულვილი,  რათა შეცვალონ ხელისუფლება. ჩვენ უკვე მიჩვეული ვართ შეურაცხყოფებს, რასაც აყენებენ ჩვენი პარტიის თავმჯდომარეს და წარმოგიდგენიათ, რა დონეზე არიან დეგრადირებულები, რომ ახლა გადავიდნენ ლაშა ტალახაძის შეურაცხყოფაზე. უკვე დამთავრებულია მათი საკითხი, როგორ უნდა მივიდნენ ჩვენს მოქალაქეებთან და რა უნდა უთხრან, რომ რომელიმემ მათ მხარი დაუჭიროს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

 

მისი თქმით, მიუხედავად დესტრუქციული ძალების განცხადებებისგან ჩვენი გაღიზიანებისა, გაბრაზებისა, „მაინც უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები, რათა მსგავსი გამოხდომებისგან დავიცვათ ჩვენი სასიქადულო სპორტსმენები, ჩემპიონები, ღირსეულად დავიცვათ, ღირსეულად გავცეთ პასუხი, დავდგეთ სიმაღლეზე და გვინდა-არ გვინდა, ეს ვალდებულება აღებული გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს დემოკრატიული, უნდა იყოს ორიენტირებული იმაზე, რომ განვითარება არ შეჩერდეს“.

 

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, სპორტსმენების მიმართ მსგავსი შეურაცხმყოფელი განცხადება მანამდეც გაკეთებულა, მაგრამ ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა გავძლიერდეთ, რომ ჩვენი ჩემპიონები დავიცვათ.

 

„ამ დესტრუქციულ და დეგრადირებულ ძალას რა შეიძლება, ვუპასუხო, არ ვიცი. მანამდე იყო ერთ-ერთი ყოფილი პარლამენტარის შვილის შეურაცხმყოფელი განცხადება. ვერ წარმომიდგენია საქართველოში არსებობდეს მოქალაქე, რომელსაც შეეძლოს, ჩვენი უძლიერესი მამაკაცის, მსოფლიოში რომ ყველა იამაყებს ასეთი ადამიანის, პიროვნულადაც ისეთი ადამიანია, რომ მასზე აუგი წამოგცდეს. მინდა, ვიყოთ უფრო ძლიერები და დავიცვათ ჩვენი ჩემპიონები“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930