გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეს ხვალ დატოვებს

19-02-2020

ყიფილი პრემერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას, ე.წ. მატროსოვის ციხეს ხვალ დატოვებს. მერაბიშვილს პატიმრობის ვადა სწორედ ხვალ ეწურება.


ყოფილი პრემიერი 2013 წელს დააკავეს. მერაბიშვილს 2014 წელს, 2011 წლის 26 მაისის მიტინგის დაშლის საქმეზე 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე სასამართლომ ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის საქმეზე მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და ჩამოართვა თანამდებობის დაკავების უფლება 2 წლის და 3 თვის ვადით.მერაბიშვილის წინააღმდეგ, კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე არსებობს.


ვანო მერაბიშვილს 26 მაისის საქმეზე ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით წაუყენეს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს ძალადობით ან იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით.ივანე მერაბიშვილი ასევე ცნობილია დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 341-ე მუხლით.


გამოძიების ინფორმაციით, ივანე მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას.


ამას გარდა, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით, 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ჩადენილი დანაშაულისთვის და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და სასჯელის შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით, მასვე 2 წლისა და 3 თვის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება. მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე არსებობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930