გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: „რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ ბიძინა ივანიშვილი სპეციალურად დააჯილდოვა“

19-02-2020

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა შოტა უტიაშვილის ფეისბუქ სტატუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ფეისბუქის სტატუსი რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სანაკრებო გუნდის თამაშს შეეხებოდა. შოტა უტიაშვილის განცხადების თანახმად იაპონიაში, საქართველოს ნაკრების შედარებით სუსტი თამაში ბიძინა ივანიშვილის ბრალია, რადგან სპორტის ყველა სახეობა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ფინანსურად ეხმარება, ყველა დეგრადაციის გზაზე მიდის.


„გასაგებია მათი პათოსი - ეს ძალა არის დეგრადირებული და შოთა უტიაშვილიც წარმოადგენს იმ ძალას, რომელიც დესტრუქციით გამოირჩევა, მითუმეტეს ამ დღეებში. მათ მასირებული შეტევა გადაწყვიტეს წარმატებულ სპორტსმენებზე. მოგეხსენებათ, რომ რაგბი საამაყო სპორტის სახეობა საქართველოსთვის და ჩვენი გულშემატკივრებისათვის და რადგან წარმატებული სპორტის სახეობაა, ახლა გადაწყვიტეს რომ წარმატებულ სპორტსმენებზე გააკეთონ აქცენტი. არ ვიცი ყოველივე ეს მათი მხრიდან გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად კეთდება, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი არ იცნობენ არც საქართველოს და არც მის გულშემატკივარს, არც ქართველ სპორტსმენებს. ეს მათი დეგრადაციის ბოლო სტადიაა და უკვე მეცოდებიან კიდეც. ამ საკითხს რომ დავუბრუნდეთ - რას ებრძვიან? რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სარაგბო ნაკრების წასვლა, მათი გამოსვლა არ გამოსვლა ახლა კი არ დააფინანსა ბიძინა ივანიშვილმა, ის რომ საქართველოს რაგბის ნაკრები თითქმის ყველა მსოფლიო ჩემპიონატებზე ხვდება, ეს იმის დამსახურებაა რომ რაგბის აღმშენებლობის ფუნდამენტის ნაწილში დაიწყო მისი დაფინანსება. რაგბის საერთაშორისო ფედერაციამ სპეციალურად დააჯილდოვა ბიძინა ივანიშვილი რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ქართული რაგბი მსოფლიო რაგბის გამორჩეული ნაწილია და საერთაშორისო ფედერაციამ დაჯილდოებით ბიძინა ივანიშვილის როლი ამით დააფასა. აქ სხვა მოტივზეა საუბარი - რადგან გადაწყვეტილი აქვთ აუგი თქვან ბიძინა ივანიშვილზე და მასთან დაკავშირებულ ყველა ადამიანზე, ახლა გადაწყვიტეს რომ წარმატებულ სპორტსმენებს მიადგენ. ეს ამაზრზენია!“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930