გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურის თანამშრომელებმა უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტები გამოავლინეს

19-02-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში, სამტრედიასა და თეთრიწყაროს რაიონში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, ჯამში 461 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის და 1კგ. და 100 გრ. უაქციზო თუთუნის ტრანსპორტირების ფაქტები გამოვლინდა.


საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. ფაქტებზე არსებული საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930