გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი: მართლაც რომ სირცხვილია! დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო ბიძინა!

19-02-2020

"აიკლეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა სრულიად მედია სივრცე და სოციალური ქსელები - რაგბის ფედერაციამ ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე მიულოცა და მეცენატიც უწოდაო"-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ვოლსკი სოციალურ ქსელში წერს.

" დიდად არც არაფერი იცვლება ბიძინა ივანიშვილისათვის დაბადების დღის მილოცვის შეფასებებით, რასაც კონკრეტული პირები თუ პოლიტიკური ჯგუფები მიმართვენ - სადაც იყო წითელი ხაზი, იქვე რჩება! არც იქნებოდა ყურადღების მისაქცევი ეს ორკესტრირებული უტიფრობა, თუ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ბიძინა ივანიშვილს არც მილოცვა და მითუმეტეს შექება არ უთხოვია, არასოდეს, არაფრისათვის! საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა, ქართული რაგბის აღორძინებაც ამისათვის განიზრახა და ბევრიც გააკეთა.

ერთი დამისახელონ მის მიერ განხორციელებული რომელი პროექტია ისეთი, საიდანაც მისი შვილიშვილები მოესწრებიან სარგებლის მიღებას. საზოგადოების დიდი ნაწილი ვერც ვერასოდეს გაიგებდა თუ რამდენი გაიღო, ან საერთოდ თუ დაეხმარა რაგბის აღორძინებას, განათლებას, კულტურას, მეცნიერებას, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენა-შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, და სხვა სფეროებს, რომ არა ბრიყვთა გნიასი - როგორთუ გაბედა და საკუთარ ხალხზე მოძალადე რეჟიმს წინ აღუდგაო, როგორ გაბედეს და დაბადების დღე მიულოცეს საჯაროდო. მართლა რომ სირცხვილია!

დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო ბიძინა!"-წერს ვოლსკი სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930