ენერგეტიკული ბირჟა Nord Pool იუწყება, რომ ორშაბათი, 17 თებერვალი, ფინეთის სახელმწიფო ელექტროენერგეტიკის ისტორიაში შევიდა – ის პირველად გახდა უფასო.
„ელექტროენერგიის ღირებულება უარყოფით ნიშნულზე დავიდა და ერთი მეგავატ/საათის ფასი მინუს 20 ევროცენტი გახდა“, – ნათქვამის ბირჟის ინფორმაციაში.
ასეთი ეფექტის მიღება ქარის ტურბინებით გახდა შესაძლებელი, რომლებიც ქარიან ამინდში სრული დატვირთვით მუშაობენ.
ფინეთში ელენერგიაზე რეკორდულად დაბალი ფასები მთელი ზამთრის განმავლობაში ფიქსირდება. ამას ჩვეულებრივი მომხმარებლებიც გრძნობენ – მათმა უმრავლესობამ იანვარში საშუალოდ კილოვატ/საათში 2,29 ევროცენტით ნაკლები გადაიხადა, ნოემბერთან შედარებით.