20-02-2020
შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, აქტიურ პოლიტიკაში ჩაერთვება, იმისთვის, რომ დღევანდელი ხელისუფლება 1 წელიწადში დასრულდეს.
„მე მინდა ვთქვა, რომ ჩემ წინააღმდეგ კიდევ შეუძლიათ აღძრან ათამდე საქმე.მე ეს ვერ გამტეხავს. ჩვენ, ყველანი გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვაზე პასუხი იქნება გაცემული. ქვეყანა წავა წინ. გითხარით, რომ აქტიურ პოლიტიკაში ჩავერთვები ამ რეჟიმის დასამარცხებლად. ხოლო, კონკრეტულად რა გეგემები მაქვს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რა თქმა უნდა, მთელ ოპოზიციასთან ერთად, მაგრამ კონკრეტულად, რომელ პარტიაში, ამასთან დაკავშირებით აუცილებლად შეგატყობინებთ, ყველას შევხვდები“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.