გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერცერთი უცხოელი ვერ წყვეტს, ვინ როდის გამოვიდეს ციხიდან - წულუკიანი მერაბიშვილზე

20-02-2020

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის და მის უფლებადამცველებს საზოგადოება შეცდომაში შეყავთ.

"რაც შეეხება საკნიდან გაყვანის ეპიზოდს, ამ ეპიზოდზე გამოძიება გაიხსნა თავიდან, მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადვოკატები და პარტიის წევრები მედიის საშუალებით ეუბნებოდნენ ამ პატიმარს წლების მანძილზე, იყო ის, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო, ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას. 

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს იყო სიცრუე, ვითომ ეს პატიმარი პოლიტიკური პატიმარია და მას 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებდნენ უცხოელებს, ეს იყო სიცრუე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერცერთი უცხოელი ვერ წყვეტს, ვინ როდის უნდა გამოვიდეს ციხიდან,"- განაცხადა თეა წულუკიანმა. 

rustavi2

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031