20-02-2020
ყოფილი პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ქართველ პოლიციელებს მიმართა და უთხრა, რომ პოლიციის ღირსების აღსადგენად ყველაფერს გააკეთებს.
„მე მინდა მივმართო ქართველ პოლიციელებს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად იმისათვის, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს. აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომარეობა და ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანებისთვის, საქართველოს სამსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.