გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გახარია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს შეხვდა

20-02-2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“, ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.


მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქრისტოფერ სოჩასთან კონსტრუქციული შეხვედრა შედგა.


„მქონდა პატივი, შევხვედროდი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ხელმძღვანელს. ჩვენ განვიხილეთ აშშ-ის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერა, ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები. გარდა ამისა, გვქონდა კონსტრუქციული დიალოგი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ მიმართულ მიმდინარე ძალისხმევასთან დაკავშირებით“,- წერს გიორგი გახარია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930