20-02-2020
„ევროპული საქართველოს" დეპუტატი, ირმა ნადირაშვილი ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.
ნადირაშვილი განცხადებით, „ევროპულ საქართველოს" მერაბიშვილთან კონსულტაციები მის პარტიაში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით არ ჰქონია.
„პოლიტიკურ პროგნოზებს იმასთან დაკავშირებით სად აპირებს რომ გააგრძელოს თავისი პოლიტიკური აქტივობა, მაგრამ ურჩევნია რომ დრო გაატაროს ოჯახთან. 7 წელი გაატარა სამარტოო საკანში. ის იყო ივანიშვილის პირადი პატიმარი. მას სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამის შესახებ სტრასბურგმაც გაგვაცნო თავის გადაწყვეტილება. არ შემიძლია პროგნოზების გაკეთება. მაგრამ ვიცი, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს. აქ მოვედი იმისთვის, რომ ვანო მერაბიშვილთან გვაქვს პირადი და კარგი ურთიერთობები, მაგრამ ამ დრომდე არანაირი კონსულტაციები პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით არ გვქონია. დარწმუნებული ვარ, რომ ყველასთან ექნება კონსულტაციები. ამ დროისთვის ინფორმაცია, რომ ის ჩვენს პარტიასთან გააგრძელებს საქმიანობას, არ არსებობს“, - განაცხადა ნადირაშვილმა.