გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან გოგიჩაიშვილი: ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია, ურჩევნია სახლში რომ მივა, თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი

20-02-2020

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას ეხმაურება.


გოგიჩაიშვილის განცხადებით, ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია, ასეთი ადამიანები ხელისუფლებაზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ.


გოგიჩაიშვილი ასევე, ამობს, რომ შინაგან საქმეთა ყიფილი მინისრტი არის სამარცხვინო ლაქა საქართველოს ისტორიაში.


„ვანო მერაბიშვილის დღევანდელი განცხადება არის „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკა, რაზეც წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ მივუთითებდით მართვის სისტემურ კრიზისზე, რომელიც მან აირჩია ორმაგი თამაშებით. ხან „ნაციონალებს“ ეთამაშა, ხან „ევროპულ საქართველოს“, თან მექრთამე ყოფილ ჩინოვნიკებს გაურიგდა. კეზერაშვილთან დალაგდა, ყველა სასამართლო მოაგებინა. ამ ორმაგმა თამაშმა გამოიწვია, რომ ვანო მერაბიშვილი დღეს გვემუქრება სახელმწიფოს დამხობით. ე.ი. ტყუილად ვწვალობთ, საარჩევნო მოდელებს ვეძებთ, რომ ქვეყანაში არჩევნები დემოკრატიულად ჩავატაროთ. უცებ ვანო მერაბიშვილი გამოდის და გვთავაზობს, მარტივ რეცეპტს ხელისუფლების შეცვლას, დამხობით. სახლში რომ მივა, თავზე დაიმხოს თავისი ავეჯი, თავზე დაიმხოს, რაც დასამხობი აქვს. ვანო მერაბიშვილის დასამხობი ქვეყანაში არაფერია. დემოკრატიული განვითარება და არჩევნები გვჭირდება. ასეთი ადამიანები ხელისუფლებაზე ოცნებას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემშვიდობონ. ქვეყანაში უნდა დასრულდეს, რომ ვაის რომ გაეყრები, უის შეეყრები. შეიძლება, ვანო მერაბიშვილი თავს იმხნევებს და ძლიერობს. როცა პატიმარი იყო, თავს ვიკავებდი კრიტიკისგან და დელიკატიურობის მომენტი იყო. როცა თავისუფალია, არაფერს არ მოვერიდებით. ვანო მერაბიშვილის დასამხობი შეიძლება იყოს ის, რასაც ფლობს. პოლიტიკაში შანსი შეიძლება ჰქონდეს, ადამიანები დახვდნენ და ის ადამიანი მოსწონთ, ვინც წლების განმავლობაში ადამიანებს ხოცავდა. გერმანიაშიც არიან ადამიანები, ვინც ჰიტლერს აღმერთებდნენ და კონცლაგერებს ელოდებიან. როგორც ჩანს, ადამიანები არსებობენ, ვინც ამისგან სიამოვნებას იღებენ“, – განაცხადა ლევან გოგიჩიაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930