20-02-2020
„მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ დაგეგმილთან შედარებით მნიშვნელოვნად მეტი შემოსავლების მიღების ხარჯზე, შესაძლებელი გახდა ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარამეტრი ბიუჯეტის დეფიციტია, რომელსაც მუდმივად აკვირდებიან ინვესტორები, საფინანსო ინსტიტუტები და განსაკუთრებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. 2019 წელს, განახლებულ მშპ-სთან მიმართებით, ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილი გვქონდა 2,4%-ის ოდენობით, თუმცა დამატებითი შემოსავლების მობილიზების ხარჯზე, ჩვენ შევძელით დეფიციტი ისტორიულ მინიმუმამდე - მშპ-ს 2,1%-მდე შეგვემცირებინა“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.