20-02-2020
„ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილზე მეტი ეკონომიკური ზრდა გვქონდა გასულ წელს - 5, 2%. ხშირად ხდება ჩვენი ოპონენტების მხრიდან ციფრებით მანიპულირება და მათთვის ხელსაყრელი მიდგომებით პოზირება,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა.
პარლამენტის სხდომაზე, სადაც “მინისტრის საათის“ ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს უსმენენ.
დეპუტატი დაინტერესდა, თუ რამ გამოიწვია დაგეგმილზე მეტი ზრდა.