20-02-2020
,,აბსოლუტურად ვემხრობი დედოლარიზაციის სტრატეგიას. მნიშვნელოვანია, რომ დოლარზე დამოკიდებულება იყოს მინიმალური”, ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა საკანონდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრის მოსმენისას განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული სამინისტროს მიერ დაწესებული შეზღუდვა სესხების გაცემის ნაწილზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მსჯელობა გაიმართა.
,,თუმცა, მაინც ვფიქრობ, იმისთვის, რომ ლარზე წნეხი შემცირდეს, დეპოზიტების წახალისებაც მნიშნელოვანი ნაწილია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და საინტერესოა ახლა როგორია თქვენი პოზიცია?”, - მიმართა ფინანსთან მინისტრს დავით სონღულაშვილმა.