გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლონდა თოლორაია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ევროპული კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს რეგის ბრილატს შეხვდა

20-02-2020

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია სტრასბურგში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის აღმასრულებელ მდივანს რეგის ბრილატსა და განყოფილების უფროსს ბორის ვოდზს შეხვდა.


სახელმწიფო ინსპექტორმა კომიტეტს, სამართალდამცავთა და მოხელეთა მიერ ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების მიზნით, გადადგმულ ნაბიჯებზე და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. ინსპექტორმა ისაუბრა გამოწვევებზეც, რომლებიც ახლად ჩამოყალიბებული საგამოძიებო მექანიზმის წინაშე დგას.


კომიტეტმა სამსახურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და გამოთქვა მზაობა, მონაწილეობა მიიღოს სამსახურის განვითარებისა და საგამოძიებო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის დახვეწის პროცესში.


სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღნიშნულ კომიტეტს გარკვეული პერიოდულობით მიაწვდის ინფორმაციას საგამოძიებო მიმართულებით მიღწეული შედეგების შესახებ და მოისმენს მათ რეკომენდაციებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930