გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თეა წულუკიანი: ვანო მერაბიშვილი ქცეულია ცხელ კარტოფილად, რომელიც მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებს ალბათ, არ უნდათ

20-02-2020

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილი განცხადების საპასუხოდ აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ცხელი კარტოფილია“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ დანაყოფს არ უნდა მასთან თანამშრომლობა.

 

„როდესაც პატიმარი რამდენიმე წუთის გამოსულია საპატიმროდან, რა თქმა უნდა, მას რეალობის დეფორმირებული განცდა აქვს. ბატონ ვანო მერაბიშვილს, რა თქმა უნდა, დროსთან ერთად მოუწევს იმის შეფასება, თუ რა დატოვა და რა დახვდა. მაგალითად, ნახავს, რომ ნაციონალური მოძრაობა სულაც აღარ არის ერთიანი - ეს არის დაქსაქსული ძალა. მოუწევს ამ დაქსაქსული ელემენტების დეგრადირების ხარისხის შეფასება. მოუწევს გაიაზროს, რომ ის, რეალურად, ქცეულია მისი ყოფილი პოლიტიკური ძალის დანაყოფებისთვის პოლიტიკურ და პიარულ ცხელ კარტოფილად, რომელიც არავის, ალბათ, არ უნდა“ , - განაცხადა წულუკიანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930