გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ანა დოლიძე: ვანო მერაბიშვილი პირდაპირ არის ასოცირებული ძალადობასთან

20-02-2020

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ვანო მერაბიშვილის მიერ საპატიმროს დატოვების შემდეგ გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ მერაბიშვილის ფიგურა პირდაპირ ასოცირებულია ტრამვებთან, ძალადობასთან და სამწუხაროა, რომ პირველივე განცხადება, რაც მან გააკეთა ძალადობის სიმბოლიკას უკავშირდება.


„ვანო მერაბიშვილი გასამართლებულია რამდენიმე სერიოზული დანაშაულისთვის და სამწუხაროა, რომ პირველივე განცხადება რაც მან გააკეთა უკავშირდება ძალადობის სიმბოლიკას. დღევანდელ სახელმწიფოში ჩვენ არავის არ ვამხობთ არაფერს, არ ვამხობთ არც ჭურჭელს, არც მაგიდებს, არც ტაფებს და მით უმეტეს არ ვამხობთ სახელმწიფოს. დამხობა არის ენა, რომელიც ასოცირებულია არა დემოკრატიულ ქმედებასთან, რაზეც ჩვენ უარი ვთქვით ძალიან დიდი ხნის წინ. ჩვენ არ მოგვწონს ხელისუფლება მას ვცვლით სამართლიანად არჩევნების მეშვეობით. ეს არის სიმბოლიკა, რომელზეც ვთქვით უარი საქართველოს მოქალაქეებმა და აქ ვართ იმისთვის, რომ ეს სიმბოლიკა არ დაბრუნდეს“, - განაცხადა დოლიძემ.


ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930