20-02-2020
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპრიებს, თუმცა ყველა საკითხზე საჯაროდ ყოველთვის საკუთარ აზრს დააფიქსირებს.
„მე პირადად არ ვაპირებ აქტიურ პოლიტიკაში ჩართვას. მე მექნება ჩემი საჯარო პოზიცია ძალიან ბევრ საკითხზე, მაგრამ პოლიტიკაში ჩართვას უბრალო მიზეზის გამო არ ვაპირებ, მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მიღებული მაქვს ბევრი გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების დროს ვხელმძღვანელობდი ქვეყნის ინტერესებით. დღეს, პოლიტიკაში ჩართვით, არ მინდა, ოდნავი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენო ის მოტივაცია, რომელიც მქონდა ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, რომელსაც მხარს ვუჭერდი და ვუჭერ როგორც საქართველოსთვის ყველაზე ნომერ პირველი მნიშვნელობის პროექტს. აქედან გამომდინარე არ მინდა, რომ ოდნავი კითხვის ნიშნებიც კი გაჩნდეს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.