გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო თანდილაშვილმა ეუთოში, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა

20-02-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ეუთოში, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ფორუმის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.


ნინო თანდილაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი მმართველობის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებისთვის განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე მარტივად ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს ელექტრონული სისტემის შემუშავება.


აღნიშნული ელექტრონული სისტემა შეასრულებს საჯარო პორტალის ფუნქციას და, 2020 წლის ბოლოსთვის, ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, რაც კიდევ უფრო გამჭვირვალეს გახდის გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს.


მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების ხელშეწყობის მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე.


„გასულ წელს ჩატარდა ცნობიერების ასამაღლებელი და საგანმანათლებლო არაერთი ტრენინგი და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წელსაც სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.


შეხვედრებში მონაწილეობას იღებდნენ ეუთოს წევრი ქვეყნების დელეგაციები და ექსპერტები, საერთაშორისო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930