20-02-2020
„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი წერეთელი ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით აცახდებს, რომ ნუ მოვთხოვთ, ვანო მერაბიშვილს ყველა კითხვას გასცეს პასუხი დღესვე და მის ყველა სიტყვას არ უნდა გამოვეკიდოთ. ადამიანმა დღეს დატოვა საპატიმრო. მე მგონი, ვინმესთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მას ხელისუფლების შეცვლა სურდეს.
წერეთელი „ქრონიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მერაბიშვილი ყველაფერს თვითონ განმარტავს - ეს ლაფსუს ლინგვეა - თუ მან ასე თქვა.
„მნიშვნელოვანი მომენტია, რომ ვანო მერაბიშვილი თავისუფალია. მე მინდა მივულოცო ვანოს, მის ოჯახს და ყველა მის მხარდამჭერს. მე ასე ვიტყოდი, ვანომ გაუტეხელად, პრაქტიკულად 7 წელი მოიხადო ბოლომდე საპატიმროში, თუმცა ის არ ეთანხმებოდა წაყენებულ ბრალს.
ნუ მოვთხოვთ, ვანო მერაბიშვილს ყველა კითხვას გასცეს პასუხი დღესვე და მის ყველა სიტყვას არ უნდა გამოვეკიდოთ. ადამიანმა დღეს დატოვა საპატიმრო. მე მგონი, ვინმესთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მას ხელისუფლების შეცვლა სურდეს.
ვანო ყველაფერს თვითონ განმარტავს - ეს ლაფსუს ლინგვეა - თუ მან ასე თქვა. რა თქმა უნდა, ადამიანი გამოვიდა ციხიდან და აქვს თავისი შეხედულებები ყველაფერზე. შეცვლაა თუ სხვა არის, არ მგონია სწორი, ამაზე ვანო მერაბიშვილს ვინმემ დავა დაუწყოს“ , - განაცხადა წერეთელმა.