20-02-2020
პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის გათავისუფლების ფაქტს ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.
„მე აღფრთოვანებული ვარ ვანო მერაბიშვილის პიროვნული პატიოსნებით და ციხეში მისი მონახულება ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. რთულ გარემოებებში მან შეძლო თავისი ცოდნისა და პოლიტიკური გამოცდილების გაღრმავება. მივესალმები მერაბიშვილის გათავისუფლებას“, - წერს ანა ფოტიგა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა თითქმის 7-წლიანი პატიმრობის შემდეგ ე.წ. მატროსოვის ციხე დღეს დატოვა.