20-02-2020
ქართველი ძალოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად ზედიზედ მესამედ აღიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 50 514-მა ადამიანმა მიიღო, აქედან ტალახაძეს 17 084 ხმა ერგო და მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი გახდა.
ქალთა შორის წლის საუკეთესო ძალოსანი, ამერიკელი კატერინ ელიზაბეტ ნიე გახდა.