გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვანო მერაბიშვილი: მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრებად დავრჩებით

21-02-2020

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ვანო მერაბიშვილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს.

მერაბიშვილის თქმით, მისთვის ცნობილია ის კრიტიკული განცხადება, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მის მიმართ რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

ამის შესახებ მერაბიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.

"დიახ, მე მოვისმინე მიხეილ სააკაშვილის ის განცხადება, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ ჩემი მისამართით გააკეთა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მეგობრები ვართ. მე მიხეილ სააკაშვილს შევხვდები, ისევე როგორც უცხოეთში მყოფ ბევრ ჩვენ თანამებრძოლს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ქვეყნიდან წასულები არიან. მიხეილ სააკაშვილს ჩემ საუკეთესო მეგობრად მივიჩნევ, ჩვენ მეგობრებად დავჩებით და ერთმანეთში თვითონ მოვგვარდებით"-განაცხადა მერაბიშვილმა.

რამდენიმე დღის წინ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ვანო მერაბიშვილი შეცდომებს უშვებდა და რომ არა ეს შეცდომები, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში ვერ მოსულიყო.

პრეზიდენტობის დროს კი, სააკაშვილი ვანო მერაბიშვილს ქვეყნის ხერხემალს უწოდებდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930