21-02-2020
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე საქართველოში გასული წლის ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ბახტაძე გამოძიების პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის დასავლელ პარტნიორებს მადლობას უხდის.
„საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კიბერთავდასხმა, რომელიც რუსეთის სამსახურებმა დაგეგმეს და აღასრულეს, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი ჩვენი მოქალაქეების არსებობის შერყევას და ინსტიტუციებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობს. გამოძიებაში ჩვენი უწყებების მხარდაჭერისთვის და ხმის ამაღლებისთვის მინდა, ჩვენს პარტნიორებს მადლობა გადავუხადო“, – წერს ბახტაძე „ტვიტერზე“