გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: ოპოზიციის ლიდერებმა უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას, რასაც მოუწოდებენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები

21-02-2020

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, ძალიან ცოტა დრო რჩება იმ დროის გასვლამდე, როცა ოპოზიციამ პასუხი უნდა თქვას.


„პასუხი თუ არ იქნება, მათი ლუსტრაცია მოხდება. უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას, რასაც მოუწოდებენ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები. თებერვლის შემდეგ შეუძლებელია საარჩევნო ცვლილებების განხორციელება. აქედან გამომდინარე, მათ თებერვლის ბოლომდე უნდა თქვან, უბრუნდებიან თუ არა დიალოგის მაგიდას და თავისი შემხვედრი, ოდნავ რაციონალური წინადადება აქვთ თუ არა.


ჩვენი შეთავაზება – 100/50 საარჩევნო მოდელი იციან. ეს ბევრად სჯობს მოდელს – 77/73. ვერაფერზე თუ ვერ შევთანხმდებით, საპარლამენტო არჩევნები 77/73 მოდელით ჩატარდება და მაღალი ალბათობით, საკონსტიტუციო უმრავლესობას მივიღებთ, რაც „ქართულ ოცნებას“ არაფერში სჭირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930