21-02-2020
ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას აცხდებს, რომ ის რჩება შინაგან საქმეთა მინისტრის სტანდარტად.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის თქმით, მის შემდგომ ყველა მინისტრს უწევს მასთან შედარება.
„ჩემი მხრიდან ეს გამოჩნდება სუბიექტურად. სხვადასხვა მიზეზების გამო, მე ვრჩები სიმბოლოდ, ასე ვთქვათ, სტანდარტად და ყველა შემდგომ მინისტრს უწევს ჩემთან შედარება. ნებისმიერი ჩემი ნათქვამი იქნება რაღაც პირადი ეჭვიანობის ან სუბიექტურობის ნიშანი“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.